შეიძინეთ სიბრძნის მარგალიტი და თქვენ დაუჭერთ მხარს შემდეგ პროგრამებს:
ზოგადი მოსახლეობისთვის:
საშვილოსნოს ყელის კიბოს თითქმის ყველა შემთხვევის თავიდან აცილებაა შესაძლებელი სკრინინგისა და ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გზით. ამ ინფორმაციის ქალებისათვის მიწოდება ხელს უწყობს მათ მიერ ამ პროგრამების გამოყენებას იქ სადაც ისინი ხელმისაწვდომია და მოუწოდებს პოლიტიკოსებს დანერგონ ეს პროგრამები იქ სადაც ისინი ჯერ არ არის. „სიბრძნის მარგალიტის“ გაყიდვების შედეგად მიღებული თანხები მოხმარდება საშვილოსნოს ყელის კიბოსა და მისი პრევენციის გზებზე ინფორმირებულობის ამაღლების ღონისძიებებს შემდეგი პროგრამების მეშვეობით:
- საშვილოსნოს ყელის კიბოს ევროპის ასოციაციის ვებ-გვერდის განახლება და გაფართოვება (www.ecca.info). საშვილოსნოს ყელის კიბოს ევროპის ასოციაცია ამჟამად სთავაზობს მიუკერძოვებელ და მეცნიერულად დადასტურებულ ინფორმაციას ქალებს 35 ქყვეყნიდან თუ რეგიონიდან. ვებ-გვერდი იზიდავს 25,000-ზე მეტი ადამიანის ყურადღებას ყოველთვიურად და ეხმარება ყველა ამ ადამიანს უკეთესად გაერკვეს თუ როგორ შეიძლება საშვილოსნოს ყელის კიბოს თავიდან აცილება.
- საშვილოსნოს ყელის კიბოს ევროპის ასოციაციის სკრინინგის, ადამიანის პაპილომავირუსის, საშვილოსნოს ყელის კიბოს, ატიპური საშვილოსნოს ყელის ნაცხის მკუნრალობისა და ზედამხედველობის და ადამიანის პაპილომავირუსის და საშვილოსნოს ყელის კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ბროშურების განახლება. ეს ბროშურები ამჟამად 30 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი და ფართოდ ვრცელდება, იმისათვის, რათა დაეხმაროს ხალხს შეიტყონ თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი საშვილოსნოს ყელის კიბოს თავიდან აცილებისათვის.
მედიცინის მუშაკები:
მედიცინის მუშაკებს უნდა ჰქონდეთ განახლებული ონფორმაცია იმისათვის, რომ თავის შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოიყენონ საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის საკითხში. „სიბრძნის მარგალიტის“ გაყიდვებიდან მიღებული თანხები ხმარდება მედიცინის მუშაკების საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც მათ აწვდის საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის შესახებ უახლეს ინფორმაციას. საშვილოსნოს ყელის კიბოს ევროპის ასოციაცია ამჟამად შემდეგ პროექტებს ახორციელებს:
- პირველადი მედიცინის მუშაკებისთვის საგანმანათლებლო მასალების შემუშავების პროექტი. ამ პროექტში ჩართული არიან შესაბამისი პროფესიული ასოციაციები წევრი ქვეყნებიდან, რათა გადახედონ მეცნიერულ მტკიცებულებებს, განსაზღვრონ საჭირო ინფორმაცია და შეიმუშავონ საგანმანათლებლო მასალები, რაც მოგვცემს იმის გარანტიას, რომ პირველადი ჯანდაცვის ექიმები შეძლებენ საშვილოსნოს ყელის კიბოს უფრო ეფექტურ პრევენციას საკუთარ ქვეყნებში.
- ექპერტთა ქსელის შექმნა, სადაც ისეთი ექსპეტები არიან წარმოდგენილნი, რომელთაც გამოცდილება გააჩნიათ საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის ყველა ასპექტში და გაუზიარებენ ამ გამოცდილებას კოლეგებს სხვა ქვეყნებიდან, რაც დაეხმარება მათ შეამცირონ საშვილოსნოს ყელის კიბოს გავრცელების დონე.
პოლიტიკოსები:
მხოლოდ ცოტა პოლიტიკოსს ესმის, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია შესაძლებელია საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგისა და ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გზით. ამის გამო, ისინი ბოლომდე ვერ იაზრებენ ამ პროგრამების აუცილებლობას და არ აძლევენ ხმას მათი დანერგვისათვის საჭირო ბიუჯეტს. საშვილოსნოს ყელის კიბოს ევროპის ასოციაცია მუშაობს პოლიტიკოსების ინფორმირებულობის საკითხებზე, იმისათვის, რომ უზრუნველყოს, რათა საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია გახდეს უფრო პრიორიტეტული ეროვნულ პარლამენტებში, შემდეგი პროგრამების სახით:
- საშვილოსნოს ყელის კიბოს შეხვედრა სამიტის ფარგლებში. ეს არის იმ პოლიტიკოსების ყოველწლიური შეხვედრა, რომელთაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვთ ჯანდაცვის საკითხებზე და სადაც ისინი გაიგებენ უახლეს ინფორმაციას: ა) საშვილოსნოს ყელის კიბოზე ბ) საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის და ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სტატუსის შესახებ. გ) რა უნდა გააკეთონ მათ, რომ შეამცირონ საშვილოსნოს ყელის კიბოს გავრცელების დონე საკუთარ ქვეყნებში.
- საგანმანათლებლო სესიები ეროვნულ პარლამენტებში. საშვილოსნოს ყელის კიბოს ევროპის ასოციაცია რეგულარულად აწყობს სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებს, სადაც ჩვენ ვაწვდით პოლიტიკოსებს ინფორმაციას საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის შესახებ მათ ენაზე და ასევე მოვუწოდებთ მონაწილეობა მიიღონ ჩვენს ფორუმში.
სამოქალაქო საზოგადოება:
პაციენტთა ჯგუფები და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ქალებისთვის ყველა სამედიცინო მომსახურებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის ადვოკატირებაში, რაშიც შედის საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის პროგრამებიც. საშვილოსნოს ყელის კიბოს ევროპის ასოციაცია შემდეგი გზებით მუშაობს მრავალ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომ დაემხმაროს მათ მიაღწიონ თავიანთ მიზნებს საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციასთან მიმართებაში:
- მეცნიერულად დადასტურებული შეჯამებული მონაცემების მიწოდება საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ, რათა მათ შეძლონ ამ ინფორმაციის გამოყენება საკუთარ პროგრამებში.
- რჩევისა და მასალების მიწოდება მედიასთან მუშაობისთვის, რათა მათ შეძლოონ მედიის საშუალებით თავის მიზნობრივ ჯგუფებთან კომუნიკაცია.
- იმ პოლიტიკოსებთან ეფექტური თანამშრომლობის ჩამოყალიბებაში დახმარება, რომლებიც თავის წვლილს შეიტანენ საშვილოსნოს ყელის კიბოს პროგრამების განხორციელების ან გაუმჯობესების საკითხში.