Send a Pearl



დაანახეთ თქვენთვის ძვირფას ქალბატონებს, რომ თქვენ ზრუნავთ მათ ჯანმრთელობაზე.
გაუგზავნეთ მათ ვირტუალური „სიბრძნის მარგალიტი“ ახლავე!

თქვენი სახელი
თვენი ელექტრონული ფოსტის
თქვენი მეგობრის სახელი
თქვენი მეგობრის ელექტრონული ფოსტის მისამართი

Cაირჩიეთ ერთ-ერთი, შემდეგი ელექტრონული ბარათებიდან:

ელ-ფოსტა 1: (ზოგადი)

თემა: სიბრძნის მარგალიტი: საშვილოსნოს ყელის კიბოს თავიდან აცილება შესაძლებელია!

სამწუხარო ამბავი - ყოველწიურად 60, 000 ქალს უვითარდება საშვილოსნოს ყელის კიბო მთელს მსოფლიოში და 250, 000 იღუპება ამ დაავადებით.

სასიხარულო ამბავი - საშვილოსნოს ყელის კიბოს თითქმის ყველა შემთხვევის თავიდან აცილებაა შესაძლებელი შემდეგი გზებით

  • ქალებისთვის, საშვილოსნოს ყელის კიბოს რეგულარული სკრინინგის ჩატარებით პაპ-ტესტის მეშვეობით
  • მოზარდი გოგონების ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციით

მაშ, რას ელოდებით? იმოქმედეთ; სიცოცხლე, რომელსაც თქვენ გადაარჩენთ, შესაძლოა თქვენი საკუთარი სიცოცხლე იყოს!

მხარი დაუჭირეთ სიბრძნის მარგალიტის კამპანიას საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისათვის. ეწვიეთ ვებგვერდს www.PearlofWisdom.eu რათა შეიტყოთ, თუ რისი გაკეთება შეგიძლიათ დღეს.

დაუმატეთ თქვენი პირადი გზავნილი

ელ-ფოსტა 2: (მოზრდილებისთვის)

თემა: სიბრძნის მარგალიტი: საშვილოსნოს ყელის კიბოს თავიდან აცილება შესაძლებელია!

ალბათ ვერასოდეს იფიქრებდი, რომ შენი საშვილოსნოს ყელის შესახებ მიიღებდი ელ-ფოსტას ჩემგან. მაგრამ მე შენზე ვზრუნავ და მინდა, რომ იცოდე, თუ რისი გაკეთება შეგიძლია იმისათვის, რომ საშვილოსნოს ყელის კიბო აიცილო თავიდან.

აი ჩემი სიბრძნის მარგალიტი შენ. საშვილოსნოს ყელის კიბო თითქმის სრულიად თავიდან აცილებადია პაპ-ტესტით რეგულარული სკრინინგის გზით. თუ შეიძლება ახლავე დაეკონტაქტე შენს ექიმს და ჩაეწერე პა- ტესტის გასაკეთებლად. იმოქმედე და გადაარჩინე სიცოცხლე - საკუთარი სიცოცხლე!

მე შევუერთდი სიბრძნის მარგალიტის კამპანიას საშვილოსნო ყელის კიბოს პრევენციისათვის - და ვფიქრობ, რომ შენც უნდა შეუერთდე. მოინახულე www.PearlofWisdom.eu იმისათვის, რომ შეუერთდე კამპანიას და შემდეგ მოიწვიე ყველა ის ქალბატონი ვისზეც შენ ზრუნავ, რომ მათაც იგივე გააკეთონ!

დაუმატეთ თქვენი პირადი გზავნილი

ელ-ფოსტა 3: (მოზარდებისთვის)

თემა: სიბრძნის მარგალიტი: საშვილოსნოს ყელის კიბოს თავიდან აცილება შესაძლებელია!

გაიგე? თურმე არსებობს ვაქცინა, რომელიც ადამიანის პაპილომავირუსისგან დაგიცავს და ამით თავიდან აგაცილებს საშვილოსნოს ყელის კიბოს გაჩენის რისკს.

ვიცი, რომ შენ არ ღელავ კიბოს გაჩენაზე ახლა, არც მე, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ვაქცინაცია საუკეთესოდ მოქმედებს თუ მას ჩაიტარებ მოზარდობის პერიოდში. ასე რომ, სწორედ ახლაა მისი ჩატარების დრო! შედი ამ გვერდზე და უამრავ ინფორმაციას ნახავ:

www.ecca.info/en/cervical-cancer-prevention/hpv-vaccination.html

გთხოვ გამიწიე ანგარიში, შეასრულე ჩემი თხოვნა და ეწვიე შენს ექიმს ახლა:
შემდეგ შედი ამ ვებგვერდზე www.PearlofWisdom.eu და გაუგზავნე ეს „სიბრძნის მარგალიტი“ შენს მეგობრებს.

დაუმატეთ თქვენი პირადი გზავნილი