საშვილოსნოს ყელის კიბო გამოწვეულია მაღალი რისკის ადამიანის პაპილომავირუსების მიერ. ადამიანის პაპილომავირუსს შეუძლია თქვენი საშვილოსნოს ყელის უჯრედები გადააგვაროს რაც ნელ-ნელა შესაძლოა გადაიზარდოს კიბოში. (დააჭირეთ აქ ვრცელი ინფორმაციის მისაღებად). (further information).
ადამიანის პაპილომავირუსი ძალზედ გავრცელებულია და უმეტესობა მოზრდილ ადამიანს გადატანილი აქვს ის სიცოცხლის განმავლობაში. საბედნიეროდ, ადამიანის პაპილომავირუსით გამოწვეული ინფექციების 90% თავისით ქრება, ყოველგვარი მკურნალობის გარეშე. თუმცა, ზოგიერთი ეს ინფექცია არ ქრება და სწორედ ეს გრძელვადიანი ინფექციები იწვევენ საშვილოსნოს ყელის კიბოს (დააჭირეთ აქ ვრცელი ინფორმაციისათვის) (further information).
საშვილოსნოს ყელის კიბო შესაძლებელია თავიდან იქნას აცილებული რეგულარული სკრინინგით. საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი გამოიყენება საშვილოსნოს ყელის გადაგვარებული უჯრედების აღმოსაჩენად, რომლებიც მომავალში შესაძლოა გადაიზარდოს კიბოში. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ უჯრედების აღმოჩენა ხდება ადრეულ სტადიაზე, მათი მოცილება მარტივია და კიბოს განვითარების საშიშროება ქრება. საყურადღებოა, ის რომ გადაგვარებული საშვილოსნოს ყელის კიბოს უჯრედები არ იწვევენ არანაირ სიმპტომს, ამიტომ მნიშვნელოვანია რეგულარული სკრინინგის ჩატარება, იმ შემთვევაშიც კი როდესაც თქვენ თავს კარგად გრძნობთ. საშვილოსნოს ყელის სკრინინგისთვის ორი ტესტი არსებობს:
ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ძალძედ ეფექტურია ადამიანის პაპილომავირუსის იმ ტიპით გამოწვეული ინფექციებისგან დაცვისათვის, რომლებიც იწვევენ საშვილოსნოს ყელის კიბოს უმეტეს შემთხვევებს. იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანის პაპილომავირუსი სექსუალურად გადამდები ინფექციაა, ვაქცინაცია ყველაზე ეფექტურია იმ შემთხვევაში, როდესაც ის ტარდება სექსუალურად აქტიური ცხოვრების დაწყების წინ, ანუ მოზარდობის ასაკში.
თუმცა, ვაქცინაცია არ იცავს ადამიანის პაპილომავირუსის ყველა მაღალი რისკის მქონე ტიპისგან. ის მხოლოდ, საგრძნობლად ამცირებს საშვილოსნოს ყელის კიბოს რისკს, თუმცა არ აღმოფხვრავს მას მთლიანად. ამიტომ, ყველა ქალმა რომელსაც ჩატარებული აქვს ვაქცინაცია უნდა განაგრძოს სისტემატური სკრინინგი, რათა დაცული იყოს საშვილოსნოს ყელის კიბოსგან, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს ადამიანის პაპილომავირუსის სხვა ტიპებისგან. (დააჭირეთ აქ ვრცელი ინფორმაციისათის). (further information).