კამპანია „სიბრძნის მარგალიტი-შეაჩერე საშვილოსნოს ყელის კიბო“

საშვილოსნოს ყელის კიბოს თითქმის ყველა შემთხვევის თავიდან აცილება არის შესაძლებელი ეფექტური სკრინინგ პროგრამების და ადამიანის პაპილომა ვირუსის წინააღმდეგ აცრის საშუალებით. თუმცა, უამრავ ქალს მთელს მსოფლიოში ან არ მიუწვდება ხელი ამ სასიცოცხლოდ აუცილებელ საშუალებებზე, ან არ სმენიათ მათ შესახებ და ამიტომ არ იყენებენ მათ. შედეგად, ყოველ წელს 500, 000 ქალს უვითარდება საშვილოსნოს ყელის კიბო და 250, 000 იღუპება ამ დაავადებისგან. შემოგვიერთდით ჩვენ ახლა, რათა ვიმუშავოთ ერთად საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ინფორმირებულობის ამაღლების და სკრინინგის და ვაქცინაციის პროგრამების დანერგვის აგიტაციის საკითხებზე.

„სიბრძნის მარგალიტის კამპანია- შეაჩერე საშვილოსნოს ყელის კიბო“ წარმოადგენს გაერთიანებულ, გლობალურ ძალისხმევას საშვილოსნოს ყელის კიბოს და მისი პრევენციის მეთოდების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლების შესახებ. ჩვენი კამპანია სწვდება ქალებს, ჯანდაცვის მუშაკებს, პოლიტიკოსებს, ჯანდაცვის მხარდამჭერებს და მედიას. ერთად მუშაობით, ჩვენ შევძლებთ უფრო ეფექტურად:

გავზარდოთ ინფორმირებულობა საშვილოსნოს ყელის სკრინინგის და ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო აცრების პროგრამების მნიშვნელობის შესახებ.

გავამხნევოთ ქალები, რომ ამ პროგრამებისგან სრული სარგებელი მიიღონ

მოვუწოდოთ ამ პროგრამების განხორციელების საჭიროებისაკენ, რათა ქალბატონები და გოგონები ყველგან დაცულნი იყვნენ ამ დაავადებისგან.

კამპანია ასევე, პოპულარიზაციას უწევს „სიბრძნის მარგალიტს“, როგორც საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის გლობალურ სიმბოლოს. ჩვენ ვთხოვთ მხარდამჭერებს, გაიკეთონ სიბრძნის მარგალიტის გულსაბნევები, იმისათვის რომ გამოხატონ  საშვილოსნოს ყელის წინააღმდეგ ბრძოლისადმი მხარდაჭერა და ასევე გაუზიარონ  „სიბრძნის მარგალიტები“ მეგობრებს, ოჯახს და კოლეგებს.

Please include the static template!